20014 წლის 17 ივნისს კარალეთის #1 საჯარო სკოლის III-ა კლასის მოსწავლეებმა და
მათმა მშობლებმა, კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით მოაწყო ექსკურსია
ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორსა
და სავანეში. ექსკურსია სასწავლო ხასიათისა იყო. ბავშვებმა დაათვალიერეს
და უფრო ახლოს გაეცვნენ აკ. წერეთლის ბავშვობას, შემოქმედებას, სხვადასხვა
ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან. ასევე მოინახულეს და მოილოცეს მღვიმევის
მონასტერი, რომელიც ქალაქ ჭიათურის შესასვლელთან, ჭიათურის აღმოსავლეთით
კლედშია გამოკვეთილი. აღნიშნული ეკლესია-მონასტერი მაცხოვრის სახელობისაა
და XIII საუკუნის II ნახევარშია აგებული.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება, ექსკურსიაზე წასვლამდე ყველა მოსწავლე გაეცნო აკ. წერეთლის ბიოგრაფიას.
ექსკურსიის სურათები
დავასრულეთ მესამე კლასი და რა თქმა უნდა გადავედით მე-4 კლასში . ვფიქრობთ მესამე კლასი კარგი შედეგებით დავამთავრეთ, მივიღეთ ცოდნა , განათლება , ბევრს ვკითხულობდით კლასგარეშე მხატვრულ ლიტერატურას და ვსწავლობდით-ვეჩვეოდით გააზრებულად კითხვას.
მგონი დავიმსახურეთ ერთი კარგი ექსკურსია და გართობა ...
... ხოდა ერთ დღესაც წავედით საჩხერეში,
აკ. წერეთლის სახლ-მუზეუმის და ძიძისეული ქოხის დასათვალიერებლად.
ასე დასრულდა მესამე კლასი.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ, ჩემო პატარებო ...
მიყვარხართ...
თქვენი მანანა მასწავლებელი
Комментариев нет:
Отправить комментарий