კ

суббота, 20 июня 2015 г.


       2015 წლის 18 ივნისს კარალეთის  N1  საჯარო სკოლის IV- კლასის   მოსწავლეთა   მონაწილეობით   მოეწყო  ექსკურსია    ქუთაისში.   ექსკურსიის   მიზანი   იყო  საქართველოს    ღირსესანიშნავი    ადგილების  
გაცნობა - დათვალიერება.   მათ     მოინახულეს     ბაგრატის   ტაძარი,   გელათი,   მოწამეთა,   სათაფლიის მღვიმე.  დღემ    საინტერესოდ    ჩაიარა.





пятница, 19 июня 2015 г.


                                                ჩემო  კარგო           
           დამთავრდა    სკოლაში გატარებული   ძვირფასი    ოთხი წელიწადი.   იგი    ყმაწვილის  გულსა  და  გონებაში  გამოკვანძავს  ცხოვრების  კვირტს, ამ კვირტიდან კი    მშვენიერი   და   ბრწყინვალე   მტევანი გამოვა,   ტკბილი    და სურნელოვანი.  ეს   შენ   იქნები, კეთილი,   ცოდნით    აღსავსე,   სიყვარულით   გაცისკროვნებული .    
             კურთხეულ  იყოს  შენი  სვლა  ამ გზაზე!
                                                                             
                                        მანანა  მასწავლებელი
                                                                                                                                                                                                                                                                                              
                                   

пятница, 6 марта 2015 г.

     

       გავაცილეთ ზამთარი და აი,  როგორც იქნა დადგა წელიწადის  ულამაზესი დროგაზაფხული. მოვიდა გაზაფხული და მოიტანა სითბო, სილამაზე
       სწორედ გაზაფხულსა და გაზაფხულის დღესასწაულებს _ დედისა და ქალთა დღეს  მიეძღვნა ღონისძიება  „ყველა  სიკეთის  დედაა  ქალი“,  თითოეული ჩვენთაგანისთვის უახლესი და ყველაზე ძვირფასი ადამიანის დღე. დედა- ეს სიტყვა ყველაფერს უდრის: სიცოცხლეს,სითბოს,სიხარულს,მზეს,დედამ მოგვავლინა ამ ქვეყნად და გვაჩუქა ყველაზე ძვირფასი,რაც გაგვაჩნია-სიცოცხლე! ვერ შეედრება ქვეყნად ვერცერთი ძალა,ქალში გაჩენილ უმანკო სუნთქვას,დედობა ჯილდოდ იბოძებია უფალს,თქვენს გულის ნადებს და მწუხარებას. დედაზე კარგად ვერავინ გაიგებს და რომ შეეძლოს  თქვენ სატარებელს  საკუთარ მხრებზე დაიდებს.
       მოსწავლეებმა გაზაფხულის მშვენება ლექსებითა და სიმღერით აღწერეს. მასწავლებლები და მშობლები კმაყოფილები დარჩნენ ბავშვების შემოქმედებით.
       ზეიმის დასასრულს იებითა და თავიანთი ხელით მომზადებული მისალოცი ბარათებით მიულოცეს დედიკოებს 3 მარტი.


   




четверг, 18 декабря 2014 г.

საკლასო ვიქტორინა - ,,მინდა ყველაფერი ვიცოდე"

              2014 წლის  16 დეკემბერს, კარალეთის  N1  საჯარო  სკოლის  მე-4ა  კლასში  გაიმართა  საკლასო  ვიქტორინა -„ მინდა  ყველაფერი  ვიცოდე.“  კლასი  დაყოფილი  იყო  სამ  გუნდად:  „სწავლა“,  „ შრომა“,   „ცოდნა“.  თითოეულ  გუნდს  ჰყავდა  კაპიტანი.
                ვიქტორინას  მიზანი  იყო:  განვლილი  მასალის  გამეორება-განმტკიცება,  ლოგიკური  აზროვნების  განვითარება,  გუნდური  მუშაობისა  და  თანამშრომლობის  უნარის  გამომუშავება,  ცოდნისა  და  ინტერესის  გაღრმავება  მათემატიკაში,  ქართულ  ენაში,  ბუნებასა  და  ხელოვნებაში.  მოსწავლეთა  შორის  მეგობრული  ურთიერთობების  დამყარება  და  ცოდნის  გაზიარება,  თითოეული   მონაწილის  მიერ  საკუთარი  შესაძლებლობების  უკეთ  წარმოჩენა,  შეძენილი  ცოდნის  ხარისხის  შემოწმება,  განვლილი  მასალის  ერთიანობაში  აღქმა  და  მისი  პრაქტიკული  გამოყენების  დემონსტრირება-განვითარება.  სტანდარტით  განსაზღვრული  მისაღწევ  შედეგთან  დაუფლების  დონის  განსაზღვრა.  სწავლებაში  სახალისო  ფორმების  დამკვიდრება,  ქცევის  ფორმების  დახვეწა.
      ვიქტორინა  იყო  საკმაოდ  დაძაბული,  საინტერესო  და  სახალისო.    ჟიურის  წევრებმა  ობიექტურად  შეაფასეს  გუნდები.  სკოლის  დირექციამ  თითოეული  გუნდი  სიგელით  დააჯილდოვა.